22:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:35:35, 1039 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ლევან გორგილაძე დაინიშნა

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლევან გორგილაძე უხელმძღვანელებს.

ლევან გორგილაძე 2012 წლიდან დღემდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში საქმიანობდა. ის სხვადასხვა წლებში გახლდათ მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე და მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. სამინისტროში მოღვაწეობის პერიოდში ლევან გორგილაძე ხელმძღვანელობდა ჯერ სოციალურ სფეროს, შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებას.

ლევან გორგილაძე პროფესიით ექიმია, 1982–1988 წწ დაამთავრა “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი“.

2006-2012 წწ იყო შპს „ნარკოლოგიური ცენტრის“ ექიმი ნარკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი;

2005-2006 წწ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი;

1998-2005 წწ შპს „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორი;

1998-2005 წწ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგე;

1992-1997 წწ - ქ. ბათუმის N3 საგამოძიებო იზოლატორი, სამედიცინო-სანიტარული ნაწილის უფროსი;

1984-1993 წწ - ქ. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სადგური, მორიგე ექიმი, ცვლის უფროსი ექიმი;

1988-1992 წწ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გონიოს საუბნო საავადმყოფოს უბის ექიმი, თერაპევტი.

ლევან გორგილაძე 1994 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ნარკოლოგიასა და სასამართლო მედიცინაში.

ნარკომანიის პრევენციის საკითხებზე 2003 წელს სტაჟირება გაიარა აშშ-ში, ჰაივორდის უნივერსიტეტში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics