2015-03-09 13:22:55, 862 ნახვა
მსოფლიო
რუსული სამხედრო ბაზის გაუჩინარებული ჯარისკაცი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
რუსული სამხედრო ბაზის კონტრაქტორი ჯარისკაცი არტურ აფიანი, რომელიც თებერვალში გაუჩინარდა, სომხეთში, ქალაქ გიუმრში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავცელებენ.
მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს 26 წლის არტურ აფაიანზე ძალადობა განხორციელდა, თუ ნამდვილად სუიციდი მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გიუმრი მედიის ყურადღების ქვეშ იანვარშიც მოხვდა, როდესაც რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც 102-ე ბაზაზე მსახურობდა, ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლა.
რუსული მედიის ცნობით, არტურ აფაიანი, რომელიც 21 თებერვალს გაუჩინარდა, ისიც 102-ე ბაზაზე მსახურობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან