2015-03-03 09:26:11, 879 ნახვა
მსოფლიო
ბორის ნემცოვს დღეს დაკრძალავენ
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ბორის ნემცოვს დღეს მოსკოვში, ტორე-კუროვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ, პანაშვიდი კი სახაროვის ცენტრში გაიმართება.
„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი, მოსკოვში სახაროვის ცენტრში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
დილიდან მოსკოვში ნემცოვის სამგლოვიარო ცერემონიასთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას დაიწყებს. დაკრძალვის ადგილზე 200 პოლიციელი და სპეცრაზმის 100 თანამშრომელი იქნება მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, რუსი პოლიტიკოსი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი, მოსკოვის ცენტრში ვასილევსკის დაღმართზე ექვსი გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან