2016-05-11 17:32:35, 783 ნახვა
სხვადასხვა
ნასას ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის ზომის 100-ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა
ნასას ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის ზომის 100- ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ინფორმაციით, ტელესკოპმა 100-ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორის 9 პლანეტა ე.წ. სიცოცხლის ზონაში მდებარეობს, სადაც თხევადი წყლისთვის შესაბამისი პირობები შესაძლოა არსებობდეს.
როგორც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, ეს აღმოჩენა ყველაზე მასშტაბურია. ახალი პლანეტები კეპლერის მიერ ნაპოვნი ეგზოპლანეტების კატალოგს დაამატეს, რომელშიც 1284 ახალი პლანეტაა შესული.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "ირმის ნახტომის" გალაქტიკაში შესაძლოა 10 მილიარდი პლანეტა იყოს, რომლებიც მზის მსგავსი სხეულის გარშემო ბრუნავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან