2015-02-23 12:07:30, 888 ნახვა
მსოფლიო
დევიდ კემერონი რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას ითხოვს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა რუსი ჯაშუშების ძებნის გააქტიურების და მათი თვალთვალის შესახებ განკარგულება გასცა.
ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
მათიე ცნობით, ბრიტანულ მთავრობას ასევე, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაევალათ, მათ შორის რუსეთის ბომდამშენების წინააღმდეგ საბრძოლველად შესაბამისი ზომების მიღება, რომლებიც ბრიტანულ ავია სივრცეში ხშირად იჭრებიან.
ასევე ცნობილია, რომ დაზვერვის M15 და M16 დაჯგუფებებმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების მართვის სამსახურმა აღნიშნული დავალების შესასრულებლად რუსულ ენოვანი თანამშრომლების შერჩევა დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან