14:33 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 12:00:04, 605 ნახვა

სხვადასხვა
დავით ბაქრაძე დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

13-14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან. 

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა ასოცირების შეთანხმებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების(DCFTA), აგრეთვე,   ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმართულებით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი და ხაზი გაესვა ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აღნიშნული პროგრესის ადეკვატური ასახვის მნიშვნელობას.  

დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა. 
 
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე.  

„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის, რეფორმების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს აღამსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება. ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, იყოს გაზიარებული ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მხარდამჭერებთან და მეგობრებთან“-აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრების დასრულების შემდეგ. 

14 აპრილს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამსახურების სამეფო  ინსტიტუტში (RUSI) გამართულ შეხვედრაზე „Expectations from Warsaw summit and importance of strategic communication“, ღონისძიებას სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, ასევე, ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics