21:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-26 00:41:51, 1816 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც ე.წ მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, როდესაც სანქციებზე არის საუბარი, ამას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი. გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლების სტანდარტებზე, საუბარია მედიის სანქციებზე, რასაც სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics