11:30 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-10 15:26:58, 1428 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს

„მსურველთა კოალიციის“ წევრებმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი შედგა.

„უკრაინა და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“, - წერს ანდრეი სიბიგა.

მისი თქმით, „თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ამან შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადოს“.

შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში იმყოფებიან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics