17:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 11:13:08, 863 ნახვა

რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - ვითარება საგანგაშოა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი განცხადებით, სოფლებში ბავშვები და მოხუცები არიან ჩარჩენილი, რომლებსაც პირველადი აუცილებელი ნივთები ესაჭიროებათ.

მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მიმართავს.

„საცხოვრებელი სახლები ინგრევა, ავარიულ სახლებს უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სოფლებში მოხუცებს დახმარება სჭირდებათ. თოვლის მასა საფრთხეს ქმნის”, - ამბობენ ადგილობრივები.

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული ერთეულების მიმართულებით გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ოზურგეთის მერიის ცნობით, სოფელ ჯუმათში თოვლში ჩარჩენილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა უვნებლად გამოიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics