2023-02-08 22:50:46, 1844 ნახვა
სპორტი
საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობა 10 მედლით დაასრულა
საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ანტალიაში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობა 10 მედლით დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
თურქეთის ღია ჩემპიონატსა და ,,პრეზიდენტის თასზე'' მონაწილეობა შვიდმა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ქართველთა ანგარიშზე ექვსი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი ჩაიწერა.
ორ-ორი ოქროს მედლის მოპოვება გოგა ხახალაშვილმა და გელა ზარქუამ შეძლეს; ოქროსა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა გიორგი ხიზანიშვილმა; ერთი ოქროს მედალი მოიპოვა სანდრო მეგრელიშვილმა; გიორგი ნიკოლაძე ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ლია ჩაჩიბაიამ ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,