2023-02-05 15:09:11, 1949 ნახვა
სპორტი
საქართველოს რაგბის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა ანგარიშით 75:12.
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. საქართველომ გერმანია დაამარცხა ანგარიშით 75:12.
საქართველო: ლაშხი, ტაბუცაძე (3 ლ), მიქაუტაძე, ჯალაღონია, ცუცქირიძე (3ლ), ალანია, მატკავა (1ლ, 10გ) გერმანია: ლამერი, სტელა (1ლ, 1გ)
გერმანიის ნაკრებთან ჩატარებული რვავე შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. მეტოქემ ჩვენს ნაკრებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაუწია – 1995 წელს საქართველომ „დინამო არენაზე“ 14:3 გაიმარჯვა, მას შემდეგ ქართველები სულ დიდი ანგარიშით ამარცხებდნენ მეტოქეს, 2010 წელს კი სერეკორდო სხვაობით – 77:3 მოუგეს. ბოლო შეხვედრა 2019 წელს ქუთაისში შედგა და მასპინძლთა გამარჯვებოით 52:3 დასრულდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,