11:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 23:11:21, 871 ნახვა

სამართალი
მოქალაქე ლევან გაბუნია - ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა ჩემი შვილი და ბექა პაპუაშვილი

მოქალაქე ლევან გაბუნია, ამტკიცებს,რომ ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა ბექა პაპუაშვილი და როგორც თვითმხილველი, მოიშორა მისი შვილი, გიორგი გაბუნია. ამის შესახებ ლევან გაბუნიამ "რუსთავი-2" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნული მკვლელობის გამო დაკავებული ზურა ვაზაგაშვილი საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის წყალობით გათავისუფლდა. მისივე თქმით, მაშინ ზურა ვაზაგაშვილის ოჯახმა, გათავისუფლებისთვის თანხა გადაიხადა.

“ყველამ ძაან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ მე უნდა ამაფეთქონ, ან გივი პაპუაშვილი უნდა ააფეთქონ, რომ გამოიძიონ ჩვენი შვილების მკვლელობა? საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყო ზურა და იურა ვაზაგაშვილი, ზურა იყო კრიმინალი, მკვლელი იყო, მარტო პაპუაშვილზე და ჩემი შვილის მკვლელი არ იყო.

ყაჩაღი, ბანდიტი კრიმინალი იყო. იურიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის მომხდარის შემდეგ გახდა ცნობილი, ყველამ იცის, რას აკეთებდნენ ჯაზუში, ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ”,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი ინფორმაციით, პაპუშვილის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები დააკავეს, თუმცა მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობის საქმის გამომძიებლებისგან იცის, რომ ვაკე-საბურთალოს პროკურატურას იური ვაზაგაშვილმა 70 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის გამოც ზურა ვაზაგაშვილი გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics