2015-01-29 10:29:16, 417 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ დღეს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს
საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ ეწვია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალების განხილვა.
ალექსანდრე ვერშბოუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს კათoლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ვერშბოუ ასევე წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან