2015-01-29 10:25:29, 442 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: თბილისის მერია უფრო ეფექტურად იმუშავებს
„ 2015 წელს თბილისის მერია უფრო ეფექტურად იმუშავებს“,-ასე გამოეხმაურა დედაქალის მერი დავით ნარმანია ბიძინა ივანიშვილის შეფასებას.
ნარმანიას თქმით, მრავალი წინააღმდეგობის და საბოტაჟის მიუხედავად მერიამ დიდი წინააღმდეგობა დაძლია.
"2015 წელს მუშაობის ტემპები იქნება ბევრად უფრო მაღალი და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. არსებობს ჩვენს მიერ დაგეგმილი პროექტები და პროგრამები, რომელიც უფრო ეფექტიანად შეგვიძლია, განვახორციელოთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა,რომ მთლიანობაში ნარმანიასთან მიმართებაში არ შემცდარა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან