15:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 17:11:08, 2328 ნახვა

კომენტარი
ჰიპერი- ოცნების რამდენიმეწლიანი პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა

 საქართველოს ხელისუფლება ახლა ჩვენ გვიყენებს დეზინფორმაციის კამპანიისთვის. - განაცხადა  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა.

მან პასუხი გასცა რეალპოლიტიკის შეკითხვაზე, სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩერა თავად ორგანიზაციამ ხუთი თვით ადრე ირაკლი კობახიძის განცხადებამდე.

“რასაც ვხედავთ არის ის, ყურადღების გადატანა ფაქტებიდან. საქართველოს ხელისუფლება ახლა ჩვენ გვიყენებს დეზინფორმაციის კამპანიისთვის. ამიტომ მოდით მოვახდინოთ ფაქტების კონსტატაცია. 2024 წლის ივნისში, გვქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა, სადაც მორიგ ჯერზე გამეორებული იყო, დემოკრატიული უკუსვლა  და ასევე გამომაგხიზლებელი მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისთვის შეეცვალათ კურსი. მაშინაც იგივე ქართული ოცნების მთავრობა იყო. იგივე პარტია იყო უმრავლესობაში პარლამენტში. მაგრამ დემოკრატიისთვის დესტრუქციული ქმედებების შეცვლის ნაცვლად, ვხედავთ, როგორი ინტენსიური გახადეს ეს ქმედებები ოპოზიციაზე რეპრესიების, ჟურნალისტების ციხეში ჩასმისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმების თვალსაზრისით. ასე, რომ 2024 წელს ჩვენ გვქონდა ევროპული საბჭოს დასკვნა. ოქტომბერშიც და დეკემბერშიც. ამ კვირაში ვნახეთ გაფართოების ანგარიში და ყველა ამ ქმედების შედეგია ის რომ საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა…” - განაცხადა ჰიპერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics