03:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-11 20:06:00, 1501 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - რეჟიმი არის შეშინებული, სრულ პანიკაში. ხალხი გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო

“რეჟიმი არის შეშინებული, სრულ პანიკაში. ხალხი გაერთიანებული ერთი იდეის გარშემო - ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა და ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებულები არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ

 “ივანიშვილის რეჟიმი არის შეშინებული, არის სრულ პანიკაში, სრულ ისტერიკაში, რადგან ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ დიახ, ამ იდეის გარშემო, რასაც ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა ჰქვია, გაერთიანდა სრულიად საზოგადოება. მათ ზუსტად იციან, რომ ისინი დასრულებულები არიან და 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიფორმებს კუთვნილ გამარჯვებას, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე. მეგობრებო არ შეშინდეთ, არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ უკომპრომისოდ. დღეს ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ბრძოლა იქნება ბოლომდე და რაც მთავარია ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ყველას მოგმართავთ, გამაგრდით პოლიტიკურო ტყვეებო, ლევან, მურთაზ და თითოეულ სინდისის პატიმარს მივმართავ, რომ არცერთი წამით არ დავიხევთ უკან, ვართ თქვენს გვერდით, ვართ ისეთი ძლიერები როგორიც არასოდეს და დღესაც, ხვალაც, ზეგაც უნდა ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიყოთ მთელი საქართველო ერთ მუშტად შეკრულები და 4 ოქტომბერს, კულმინაციურ დღეს გავაფორმებთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებს ქართველი ხალხი და რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics