03:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 11:29:02, 3007 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ჯამში, ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს აეკრძალება.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღეს წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ფინანსთა მინისტრმა მოამზადა. ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახადებით დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. მეორე საკითხი- ასაკობრივი ზღვარი. 25 წლამდე მოქალაქეებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ. ასევე, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან; საჯარო მოხელეებს; პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირებს, რომლებიც ოჯახის წევრების მოთხოვნით და სასამართლო გადაწყვეტილებით ე.წ. შავ სიაში მოხვდებიან. ჯამში, პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ წვდომა აზარტულ თამაშებზე, შეადგენს 1 მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს და მესამე საკითხი- რეკლამის შეზღუდვა. აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებ-გვერდებზე რეკლამის განთავსება. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის დასაშვები მხოლოდ სპონსორების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იქნება, ძირითადად შეიძლება აღნიშნული დაშვება სპორტს შეეხოს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics