11:20 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 19:58:54, 352 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში სამძიმრის წერილი გააგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა საუდის არაბეთის მეფის აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის  გარდაცვალების გამო,  მწუხარება გამოხატა და ტახტის მემკვიდრეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.  

„ღრმად დამამწუხრა მისი უდიდებულესობის, მეფის აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდის გარდაცვალების ამბავმა. ნება მიბოძეთ, ამ დიდი დანაკარგის გამო, ქართველი ხალხის სახელით მოგისამძიმროთ თქვენ, სამეფო ოჯახს და საუდის არაბეთის ხალხს.
მისი უდიდებულესობა მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი იყო გამორჩეული ლიდერი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შესანიშნავი მემკვიდრეობა კვლავ გაგრძელდება საუდის არაბეთის ხალხის საკეთილდღეოდ და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics