2024-08-05 12:31:02, 521 ნახვა
რეგიონი
ნოსტეში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნით, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
"პროექტს შპს "ნიუ ჩინ" ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),