03:29 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 10:35:21, 453 ნახვა

სამართალი
Human Rights Watch: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა, როცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

ანგარიშში სხვა ფაქტებთან ერთად საუბარია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით ბაქრაძისა და მისი მეუღლის დაკითხვასთან დაკითხვაზე, გიგი უგულავას და დაკავებასა და თავდაცვის სამინსიტროში განვითარებულ მოვლენებზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე შეშფოთება კვლავ აქტუალური გახდა მასინ , როცა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავეს.

"თავდაპირველად პროკურატურამ არ უზრუნველყო დაცვის მხარის ადვოკატების სრული წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს, დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე. ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბრალდებები პოლიტიკურად იყო მოტივირებული", - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics