02:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 16:06:10, 551 ნახვა

ელენე ხოშტარია - ბოლომდე ვიბრძოლებ, არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა არ იქნება

„ბოლომდე ვიბრძოლებ, არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა არ იქნება“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის არცერთ ადამიანს არ მიატოვებს და გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ამომრჩევლების წინაშე.

„გარდა იმისა, რომ არ ვაღიარებთ ამ შედეგს მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი და ვისი პრობლემაც მოვისმინე. 

ძალიან მალე შევხვდებით, როგორც შეგპირდით. ვიბრძოლებ თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. არცერთ ადამიანს არ მივატოვებ. მე ვგრძნობ პასუხოსმგებლობას ვაკის ამომრჩევლის მიმართ და ყველაფერი გამოგვივა. არანაირი დანებება და ხელების ჩამოყრა. ასევე, არანაირი ბრაზი არ მაქვს მათ მიმართ, ვინც რეალურად არ მომცა ხმა. პატივს ვცემ მათ არჩევანს, ოღონდ ეს შედეგი რეალობას არ ასახავს, ამიტომ არ მიიღება. 

მოქმედების დროა!“,- აცხადებს ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics