11:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-21 10:50:47, 721 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვეის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სარფის“ გავლით,  საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები შემოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება. 

მათივე ცნობით, დაკავებულმა, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრაბანდული პროდუქცია შენიღბულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავით შემოიტანა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის II ნაწილით გრძელდება, რაც  თავისუფლების აღკვეთას ვადით  5 დან  7  წლამდე ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics