18:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-23 13:21:45, 593 ნახვა

ეკონომიკა
სემეკი: სამომხმარებლო ტარიფების კორექტირება გარდაუვალია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სამომხმარებლო ტარიფების კორექტირება სავარაუდოდ გარდაუვალი იქნება.

ამის შესახებ სემეკ-ის წარმომადგენელმა „ექსპრესნიუსს“ კომისიისადმი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ტარიფების კორექტირების თხოვნით მიმართვის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან გენძეხაძის განცხადებით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართვის ძირითადი საფუძველი გამანაწილებელი კომპანიისთვის შესყიდული ელექტროენერგიის ფასის ცვლილებაა.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობა გულისხმობას ელექტროენერგიის შესყიდვასა და განაწილებას მომხმარებლებისათვის. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფი შეიცვლება როგორც იურიდიული პირებისათვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისათვის. კომპანიის მიერ შესყიდულ ელექტროენერგიაში გადახდილი თანხის ცვლილება გამოწვეულია ზოგადად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით. თუმცა, საუბარი იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით დაკორექტირდება ტარიფი, ჯერჯერობით ნაადრევია", - განაცხადა ლევან გენძეხაძემ. 

მისივე ინფორმაციით, სემეკმა შესაბამისი გადაწყვეტილება და ტარიფის დადგენა 150 დღეში უნდა მოახდინოს. შეგახსენებთ, "ენერგო-პრო ჯორჯიამ" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის კორექტირების თხოვნით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics