19:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-20 15:02:02, 1079 ნახვა

სამართალი
ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდი - მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვება პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს

მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვება პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას წარმოადგენს, - განცხადებას ჯორჯ და ამალ კლუნების „ფონდი სამართლიანობისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მზია ამაღლობელის განაჩენისა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ძალაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, პრესის თავისუფლებაზე კიდევ ერთ დარტყმას და შემაშფოთებელ ნიშანს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადადის, Trial Watch-ი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანგარიშს გამოაქვეყნებს, რომელიც მის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო პროცესების სამართლიანობას შეაფასებს“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics