2015-01-30 11:31:43, 704 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 12:00 საათზე ბრიფინგს გამართავს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბრიფინგი ლარის კურსთან დაკავშირებით გაიმართება.
ცნობისთვის, ბოლო 2 თვის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, 1 ამერიკული დოლარი 2.0576 ლარს შეადგენს. 29 იანვრის კურსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ, 0.0265 პუნქტით გაუფასურდა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროს მიმართაც, 1 ევროს ფასი 2.3247 ლარია. ცვლილებამ ევროს მიმართ 0.0192 პუნქტი შეადგინა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.09 ლარად არის შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან