03:08 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 11:50:23, 570 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო ლიკა კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიკა კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ საუბრობს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ნებართვის გარეშე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა არ შეიძლება

„როგორც ვიცი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და მოკვლევა მიმდინარეობს, მჯერა, რომ ყველაფერი დროულად გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის შესახებ საქმის კურსში ყოფნა ჩემი სამუშაოს ნაწილია და ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვარ. თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ან მისი ახლობლების ნებართვის გარეშე მე ამ ინფორმაციის გაცემა არ შემიძლია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ლიკა კიკიანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კუს ტბაზე მას რამდენიმე პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა და გამოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ლიკა კიკიანის შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics