2019-06-24 00:30:45, 13612 ნახვა
სპორტი
„დილას“ თავდამსხმელმა გოლი აქციაზე დაშავებულებს მიუძღვნა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა.
ანგარიში 47-ე წუთზე გორელთა ტოგოელმა თავდამსხმელმა, დიდიე კოუგბენიამ გახსნა. 50-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა ორამდე გურამ გოშთელიანმა გაზარდა, რომელმაც ცალ თვალზე ხელი აიფარა და ამ ჟესტით 20 ივნისის აქციაზე დაშავებულებისადმი სოლიდარობა გამოხატა.
საბოლოოდ, „დილამ“ 2:0 მოიგო, 22 ქულა დააგროვა
ავტორი: ექსპრესნიუსი,