2019-06-09 13:16:25, 2485 ნახვა
სპორტი
მორიგი ტრავმა - მჭედლიძე ნაკრებს დანიაში ვერ გაყვება
ლევან მჭედლიძემ გუშინ გამართულ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, რის გამოც ეროვნულ ნაკრებს დანიაში ვერ გაყვება, ტრავმის სირთულე ჯერჯერობით უცნობია.
29 წლის ფორვარდი ტრავმებს ხშირად იღებს, რის გამოც მიმდინარე სეზონში ემპოლის მაისურით მხოლოდ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში მან მხოლოდ 197 წუთი ითამაშა
დანია - საქართველოს მატჩი ორშაბათს, 10 ივნისს 22:45 საათზე გაიმართება. სამი ტურის შემდეგ, ვლადიმერ ვაისის გუნდს ერთი მოგება და ორი წაგება აქვს და სამი ქულით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან