21:25 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 20:12:32, 462 ნახვა

საზოგადოება
იტალიელმა ექსპერტმა სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა

იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ISPRA-ს ხელმძღვანელმა, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდიო მარგოტინიმ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიებზე განვითარებული სტიქიური მოვლენების ზონა დაათვალიერა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლაუდიო მარგოტინი ქართველ გეოლოგებთან ერთად იმყოფებოდა წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელი ახალდაბის და ბაგების მიმდებარე ტერიტორიებზე. იტალიელმა ექსპერტმა ასევე, დაათვალიერა ვერეს ხეობა.

იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ICL-ის ვიცე-პრეზიდენტი, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩაერთო. კლაუდიო მარგოტინი ქართველ კოლეგებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარებს და რეკომენდაციებს მისცემს.

კლაუდიო მარგოტინი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ-გეოლოგია გარემოს საშიშროებებისა და რისკების მართვის სფეროში და დედამიწაზე სხვადასხვა დროს მომხდარი სტიქიური მოვლენების გამო შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი და მონაწილეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics