|
2015-06-17 14:28:51, 369 ნახვა
საზოგადოება
გომელაურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვეფხვის დაძინება სცადეს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ თეთრი ვეფხვი ლიკვიდირებულია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცველებმა ვეფხვის დაძინება სცადეს, თუმცა ცხოველი აგრესიული იყო, რის გამოც მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო. „ტერიტორიას სამი ადამიანი ალაგებდა. მათგან ერთერთს ვეფხვი თავს დაესხა, ორმა კი გამოასწრო. სამართალდამცეველბმა მისი დაძინება სცადეს, თუმცა ვეფხვი აგრესიული იყო და, შესაბამისად, მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო“,- აღნიშნა შს მინისტრმა. ცნობისთვის, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ საწყობში თეთრმა ვეფხვმა 45 წლამდე ასაკის მამაკაცი დაგლიჯა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცს ვეფხვმა დაზიანებები კისრის არეში მიაყენა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე სამართალდაცველები მუშაობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)