12:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 15:55:18, 393 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

დედაქალაქის  საკრებულოში საგანგებო  სხდომა გაიმართა, სადაც  მუნიციპალური  განვითარების ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული  ქუჩების რეაბილიტაციისთვის 18 მილიონი ლარის გამოყოფას უყარეს კენჭი. 
სხდომის დასაწყისში დეპუტატებმა  სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 
საკრებულოში 18 მილიონი ლარის სესხის გამოყოფის საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა ლევან თევზაიამ გაიტანა. 
ამ საკითხს სხდომაზე მცირე კამათი მოჰყვა. 
როგორც სხდომაზე საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მერიას თანხის გამოყოფა მანამდე მოითხოვა, სანამ სტიქიური მოვლენა  მოხდებოდა. 
მას ჰქონდა კითხვები, თუ რისთვის იყო ეს თანხა გათვალისწინებული. 
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  წევრის ჯაბა სამუშიას  განმარტებით, ეს თანხა გამოყოფილი იყო თბილისის სხვადასხვა ქუჩებზე ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებისთვის.  
ირაკლი აბესაძემ თევზაიას  მიმართა  კონკრეტულად ერთი ქუჩა მაინც დაესახელებინა, რომელიც რეაბილიტაციისთვის  იყო გათვალისწინებული.
თუმცა, თევზაიამ პასუხის გაცემა ვერ შეძლო, რის შემდეგაც  სამუშაიამ განაცხადა, რომ მანამდე 40 ქუჩის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი  და ამ თანხის მიზნობრიობა არ შეცვლილა, უბრალოდ შეცვალა ქუჩების დასახელება, რომლებიც  სტიქიის  შედეგად დაზიანდნენ. 
სამუშიამ ოპონენტები პოლიტიკური სპეკულაციებში  დაადანაშულა. 
ჯაბა სამუშიამ  განაცხადა, რომ აღნიშული 18 მილიონი ლარი ქუჩებზე ინფრასტიქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომელთა შორის სტიქიის შედეგად დაზიანებული ქუჩებია. 
საკრებულოს უმცირესობამ განაცხადა, რომ დღეს ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს, თუმცა აღნიშნული საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს. 
საკრებულოს დეპუტატებმა მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 18 მილიონი ლარის გამოყოფაზე  თანხმობა მისცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics