2015-06-16 15:08:48, 328 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა დაჩქარდება
„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანის პროცესი დაჩქარდება“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს ახალი ზოოპარკის საკითხის კომეტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ზოოპარკის გადატანის თაობაზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო.
„ზოოპარკის გადატანის თაობაზე ჩვენ მუშაობა უკვე დაწყებული გვქონდა. ძაღლსაშენი უკვე მზად იყო და იქ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გადავიყვანეთ ძაღლები და მიმდინარეობდა სხვა ტიპის ვოლიერების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ დავაჩქარებთ ამ პროცესს, რადგან ზოოპარკის დატოვებას იმ ადგილზე უკვე აზრი აღარ აქვს.
ამიტომ ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამისთვის კონკრეტული ტერიტორია შერჩეულია და გამოყოფილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ახალ ზოოპარკთან დაკავშირებით მიერიაში ორი პროექტი არსებობდა.
„არისებობდა ორი სხვადასხვა პროექტი, რომელიც თბილისის მერიაში ჩვენამდე იყო მომზადებული და ინახებოდა. ერთი უშუალოდ მერის დაკვეთით, მეორე პროექტი კი ფონდ „ქართუს“ მიერ არის მომზადებული, როგორც პირველად გადაუდებელ სამუშაოებს მოვრჩებით დავსხდებით სამომვალო განვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, თუ რა გზით და რა პროექტით ვიმუშავებთ“,-აღნიშნა ნარმანიამ. ნარამნაიმ.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ცალვე იქნება გამოყოფილი ზოოპარკის პროექტთან დაკავშირებული საჭიროებები და დაკარგული ცხოველების მხარდაჭერის კომპონენტი.
ამასთან, დავით ნარმანიამ დასძინა, რომ დიპლომატიური მისიები აღნიშნული საკითხით დაინტერესებულნი არიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან