13:53 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 00:16:25, 458 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და თანაგრძნობა აღუთქვა.

„მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს, რომლებმაც ამ ძალიან მძიმე დღეების განმავლობაში, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები დაკარგეს. საქართველოსთვის ეს უზარმაზარი დანაკლისია. ყველაფერს ეშველება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღვადგინოთ, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც ბუნებრივი კატასტროფის შედეგად შეიქმნა. თუმცა, დაკარგულ სიცოცხლეებს ვერაფერი დააბრუნებს. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ამ მძიმე წუთებში ისაა, რომ ვიდგეთ ამ ოჯახების გვერდით. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ თავი არცერთი წუთით მიტოვებულად არ იგრძნონ“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics