10:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 13:53:39, 335 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილე სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშიდს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და აღამსრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშიდს დაესწრო.

თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდი გამართა, მოგვიანებით კი სამშვიდობო პარაკლისი აღავლინა.

როგორ უწყებაში აცხადებენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპული ტურნეს გამო ღვთისმსახურებაზე არ იმყოფებოდა.

„თინათინ ხიდაშელმა ავსტრიაში, ვახაუს ფორუმზე სიტყვით გამოსვლა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო შექმნილი ვითარების შესახებ საუბრით დაიწყო და დაღუპული თანამოქალაქეების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, დღესვე, საქართველოს ყველა ეკლესია-მონასტერში 12:00 საათზე  გლოვის ზარები დაირეკა, ასევე აღევლინა პანაშვიდი და სამშვიდობო პარაკლისი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics