20:12 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 03:51:23, 383 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე არ გადაადგილდეს

მდინარე ვერეს ადიდების გამო თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა. წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას  მერიისა და საგანგებო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ.

თბილისში მოსული სტიქიის  გამო თბილისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სინათლის ქალაქის, თბილსერვისის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ათივე გამგეობის ჯგუფები დედაქალაქის მასშტაბით სტიქიას ებრძვიან.

ამ ეტაპზე რთული ვითარებაა თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში. დაიტბორა დედაქალაქის არაერთი ქუჩა, დატბორილია სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი.

გზა ჩავარდა ჯავახიშვილისქუჩზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2-5 გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics