17:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 11:12:10, 334 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულები მსჯავრდებულებს ინგლისურ ენას ასწავლიან

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს.

მსჯავრდებულები ცდილობენ მიიღონ და გასცენ ცოდნა, რაც მათი   რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად ხელს უწყობს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაიწყო. კურსი   აღნიშნული დაწესებულების მსჯავრდებულებს, ი. მ.-ს  და ა. ს.-ს მიჰყავთ. პირველ ეტაპზე სწავლებას  2 ჯგუფი გაივლის, თითოეული   10  მსმენელისგან შედგება. სასწავლო პროგრამის  ხანგრძლივობა  3 თვეა.

სწავლების დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მეორე  დონეზე გადამსვლელთა ვინაობა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა დასაქმებისა და განათლების პროგრამების გავრცელება დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

2014 წელს სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში   საბაზისო  კომპიუტერული სწავლების კურსი  300-ზე მეტმა  მსჯავრდებულმა გაიარა.  ამ ეტაპზე კომპიუტერული კურსის სწავლებაში დაახლოებით 220 მსჯავრდებულია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics