15:11 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 10:43:49, 444 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სოფლის ამბულატორიების ექიმებს სერთიფიკატები გადასცა

"წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის" (WASH) პროექტის ფარგლებში სოფლის ამბულატორიების ექიმებს სერთიფიკატები გადაეცათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სამედიცინო ჯგუფი მედიკოსთა გადამზადებას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული 5 წლიანი "წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის" (WASH) პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს აჭარის სოფლებში 20 სკოლის და 10 ამბულატორიის სანიტარული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, განათლებას და თემის მობილიზაციას.

პროექტის განათლების კომპონენტის ფარგლებში, სამიზნე ამბულატორიების სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა ტრეინინგი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებში. ტრეინინგს ესწრებოდა 10 მონაწილე.

ტრენინგი გახსნა და მოგვიანებით მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics