2015-06-03 15:32:25, 336 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი მოსახლეობას ლომისობას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ლომისობას ულოცავს.
„ქსნისა და არაგვის ხეობის მოსახლეობა, მათთან ერთად მთელი საქართველო დღეს წმინდა გიორგის სახელობის სატაძრო დღესასწაულს, ლომისობას ზეიმობს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქართული დღესასწაული ქრისტიანობის სიძლიერისა, თავისუფლებისა, რომელსაც რწმენა ანიჭებს ადმიანებს.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან