2015-06-03 12:21:30, 661 ნახვა
საზოგადოება
139-ე საჯარო სკოლაში 8 ბავშვი მოიწამლა
თბილისში, 139-ე საჯარო სკოლაში 8 ბავშვს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება.
როგორც "ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, მათგან სამი ბავშვი, ვისაც მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ორი მათგანი უკვე მოათავსეს ჰოსპიტალში, ერთი ბავშვი კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს საავადმყოფოში ამ დროისათვის გადაჰყავთ. ყველა მათგანი სავარაუდოდ, 10 წლის არის.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს, მოწამვლის გამომწვევ მიზეზებს გამოკვლევები დაადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან