2015-05-26 15:41:29, 464 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანის მერაბ კოსტავას მემორიალური ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კოსტავას მემორიალურ ძეგლთან ანსამბლმა "ოდოია"–მ დღის აღსანიშნავად ხალხური სიმღერა, "შავლეგო" შეასრულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან