08:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-24 10:45:30, 457 ნახვა

საზოგადოება
შსს–ს მომსახურების სააგენტოს სართიჭალის მე–2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სართიჭალის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრებს სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომსახურების სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ, „3D“ ბილეთებს გაეცნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics