08:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 15:48:44, 382 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალური ეტაპი 24-25 მაისს გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკას“ ფინალური ეტაპი 24-25 მაისს გაიმათება.

პროექტის პირველ ეტაპზე, 20 აპრილიდან  მაისამდე, თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.

ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24-25 მაისს  ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და  „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად,  ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და  1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics