13:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 10:32:01, 326 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა და თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“. სამმართველოს 100-ზე მეტმა თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღო.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე ორი წელია მონაწილეობს და სამინისტროს თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის რეგულარულად აბარებენ სისხლს.
სისხლის ჩაბარების აქცია როგორც თბილისში, ისე, საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდულად იმართება და მასში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. შს სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics