|
2015-05-10 11:17:28, 324 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის მანდატურს უმასპინძლა. აღნიშნულ პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. სტუმრებმა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოში განთავსებული სახანძრო-სამაშველო მუზეუმი დაათვალიერეს, შემდეგ მოსწავლეებს, კლასის დამრიგებელს და სკოლის მანდატურს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში ლექცია-სემინარი და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარდათ. ლექცია-სემინარზე სახანძრო-სამაშველო საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ჩვენება გაიმართა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ბაზაზე არსებული სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპორტული დარბაზი. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)