08:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 12:54:04, 314 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინა

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინა.

მერიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანის ნაცვლად, მათი ადგილზე დაჯარიმებაა. კიდევ ერთი მოთხოვნა შემოსავლების განაწილების თანაბრობას უკავშირდება.

"მე კომპანია "სითი პარკს" უკვე წარვუდგინე ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, რაც გვაქვს. კერძოდ, შემოსავლების განაწილების თანაბრობასთან დაკავშირებით, რომ ეს თანაბრობა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღოს. ასევე, წარვუდგინეთ ის, რომ ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმითვე, საუბარია ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. ასევე მუშაობა დაწყებულია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის საკითხზეც.

„ასევე, გავაცანი ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად ტროტუარები უნდა დაუბრუნდეს ქვეითად მოსიარულეებს და შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ჩვენ უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით და აქ აუცილებლად მოვიზიდავთ დამატებით ინვესტიციებს, რათა გაჩნდეს ალტერნატიული პარკირების ადგილები დედაქალაქში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში "სითი პარკის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics