02:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 13:50:31, 392 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი ჩატარდა

შსს-ს აკადემიაში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, ევროკავშირის ხელშეწყობით, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი სემინარი ტარდება.

შსს-ს ინფრომაციით, სემინარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნეს.

უწყების ცნობით, სემინარზე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებებმა ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები.

სემინარის თეორიული ნაწილი და პრაქტიკული მეცადინეობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შერეული მიგრაცია, თავშესაფრის მიღების პროცედურები, საერთაშორისო დაცვის მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა მონიტორინგი, UNHCR-ის მიერ შემუშავებული წესები მათი იდენტიფიცირების, დაკავებისა და უფლებების დაცვის სფეროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics