13:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 12:21:57, 449 ნახვა

სამართალი
შსს-მ თემაზე "სამართალდაცვით სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციები" შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის (TAIEX) მხარდაჭერით, „სამართალდაცვით სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციების“ თემაზე ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კერძოდ, ავსტრიის, პოლონეთის, სლოვენიის და რუმინეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი საერთაშორისო ოპერაციების განსახორციელებლად არსებული სამართლებრივი ჩარჩოსა და პრაქტიკული მეთოდების განხილვა. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აღნიშნულ სფეროში მიღებული გამოცდილება, წარმატებული მაგალითები, განიხილეს არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ღონისძიების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე სამართალდამცავ უწყებებს შორის ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მეთოდებზე, ევროპოლთან თანამშრომლობასა და სხვა საკითხებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics