20:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 13:27:09, 516 ნახვა

საზოგადოება
400 დევნილ ოჯახს დღეს მფლობელობაში არსებული ბინები დაუკანონეს

400 დევნილ ოჯახს დღეს  მფლობელობაში არსებული ბინები დაუკანონეს,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით,  სექტემბრისთვის 10 000 დევნილს  სახელმიწფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცემა.
"შარშან ოქტომბერში მივიღეთ დადგენილება, რომლითაც 10 თვის ვადაში უნდა მომხდარიყო პრივატიზება იმ ობიექტების, სადაც დევნილები ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა არის სახელმწფო საკუთრებაში, თუმცა ნაწილს ვყიდულობთ კერძო მესაკუთრეებისგან. დღევანდელი დღის შემდეგ უკვე 1600 ადამიანმა მიიღო ბინა საკუთრებაში, დღეს იყო 400. სულ არის 13 000 ასეთი ბინა აღრიცხული, საიდანაც 10000 ოჯახი ამბობს თანხმობას
და 1 სექტემბრისთვის მიიღებს საკუთრებაში ბინას და ისინი იქნებიან სრულუფლებიან მესაკუთრეები",-განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics