18:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-19 19:04:18, 567 ნახვა

საზოგადოება
სქემაქიმანდრიტი სერაფიმე: ილუზიაა, რომ ასურელები ბავშვებს გამოატანენ

 „ხალხმა სურვილი გამოთქვა, რომ ობლებს შეიფარებენ, მაგრამ ილუზიაა, რომ ასურელები ბავშვებს გამოატანენ“, – ამის შესახებ სქემაქიმანდრიტმა სერაფიმემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე ასურელების მხარდამჭერს აქციაზე  განუცხადა.

მამა სერაფიმეს თქმით, ის მოხარულია, რომ წამების ამსახველი კადრების შემდეგ სასქართველოში თანადგომის სურვილი გამოთქვეს.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ კონფლიქტში გაერო უნდა ჩაერთოს.

„მხოლოდ საქართველოს სახელმწიფომ კი არ უნდა უზრუნველყოს, ამაში უნდა ჩერთოს გაერო, რომელიც ასეთ საქმეს წყვეტს, სოციალურ დახმარებას ეწევა და ა.შ. ასევე, ხალხმა, როცა კადრები ნახეს გამოთქვეს სურვილი, რომ „თუ ვინმე არის ობოლი, ჩვენ შევიფარებთ“. მაგრამ ტყუილია,ილუზიაა, რომ ასურელებმა იქიდან ვინმეს ბავშვი გამოატანონ. ბავშვი შეიძლება იყოს ობოლი, მაგრამ, მას ბიძა ან დეიდა ეყოლება. აქ საუბარია დევნილებზე. როცა ამბობენ, რომ მოდი ჩვენ პატარა ბავშვს მივიღებთ, მოზრდილ ადამიანს რა ვუყოთ, თუნდაც მოხუცს? რომელიც 80 წლის არის და შეიძლება ერთი კვირა იცხოვროს ან 10 წელი. იმათ რას ვუპირებთ?“, – აღნიშნა მამა სერაფიმემ.

ცნობისთვის, დღეს რუსთაველის გამზირზე ასირიელი ბავშების მხარდამჭერი აქცია „არა ძალადობას“ გაიმართა. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა.აქციის წევრების ერთ–ერთი თხოვნა იყო, რომ საქართველოს მთავრობამ ასირიელ ბავშვებს თავშესაფარი მისცეს.

ცნობისთვის, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო"  ასირიელების წამებისა და მკვლელობის შემზარავ კადრებს სისტემატიურად აქვეყნებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics