03:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-09 16:09:36, 458 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობამ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს სიმბოლური თანხა გადასცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ, დღეს ჭითაწყარში, ინგირში, დარჩელში, კოკსა და ჯიხაშკარში მცხოვრებ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად სიმბოლური თანხა გადასცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გამგეობიდან აცნობეს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გადასაცემი სააღდგომო სიმბოლური თანხა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის თითოეულმა თანამშრომელმა გაიღო.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააღდგომო ქველმოქმედების სახით ერთჯერადი ფულადი დახმარება ფოთის მკვიდრ ზურაბ ფურტუნსაც გაუწია.

გამგეობის საქველმოქმედო აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და წელიწადში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს მინიმალურ დახმარებას გაუწევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics